აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან.
მისი თქმით, მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი.
„ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს
უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ანადგურებს მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.