ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, 2010 წელი ოპოზიციისთვის "ძალიან მძიმე" იყო.
"ეს წელი ოპოზიციისთვის იყო ძალიან მძიმე. ადგილობრივ არჩევნებზე კონსოლიდაცია ვერ მოვახერხეთ და თბილისი ისევ ხელისუფლებას ჩავაბარეთ. "სახალხო კრების" კარგი იდეა ბურჯანაძის შეცდომების გამო მარცხით დამთავრდა. ოპოზიცია დაქსაქსულია, მაგრამ ამ ხელისუფლებას დიდი დღე მაინც არ უწერია", - აცხადებს გაჩეჩილაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
აღნიშნულის მიუხედავად, "ქართული პარტიის" ლიდერს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია "ბოლოდროინდელ მოვლენებს გააანალიზებს და უკანასკნელ ბრძოლაში კონსოლიდირებულად ჩაებმება".