"ოპოზიციაში ყოფნისას კარგად გავიცანი ნინო ბურჯანაძე და შევნიშნე ავადმყოფური ამბიციურობა, შეცდომებისა და მარცხის სხვებზე გადაბრალების ჩვევა", - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე შეფასებით, ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის წარმომადგენელი და პირმშოა.
"იმის მიზეზი, რომ სამიზნედ მე ამირჩია, მისი უსაზღვრო, ავადმყოფური ამბიციურობა და 25 ნოემბერს (და არა "სახალხო კრების" იდეის) განცდილი მარცხი, წაგებული ომის მოგებულად გაყიდვის სურვილია. ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა გახდეს, რომ ოპოზიციამ აღარ დაუშვას ასეთი რამ, თუკი უნდა პასუხისმგებლობა აიღოს ამ რეჟიმის შეცვლასა და ქვეყნის მომავალზე. ბურჯანაძე ნაწყენია მათზე, ვინც შენიშვნა მისცა, მართალი არა ხარო და საკუთარი ამბიციის გამო მთელ დედამიწას ომი დაუწყო", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახს შორის დაპირისპირება გრძელდება.