ჩვენს მომხრეებში იწვევდა და იწვევს გაღიზიანებას ის მომენტი, რომ აქ შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და თავას ასაღებს, ვითომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვიმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ 29 აპრილს დააანონსებულ აქციაზე და დაადასტურა, რომ აქციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება და შეკრებილებს სიტყვითაც მიმართავს.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, დიახ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად, იცით, რომ ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესებში და ისიც იქნება და მიმართავს საქართველოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა და მიმართვა კიდევ ერთხელ იქნება სტიმული ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს, ეს არის ილიას სიტყვები და არა ის, რომ ჩვენი თავი ეყუდნეს უცხოელ პარტნიორს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.