„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ევროკავშირი და ევროპა არის ერთგვარი საბაბი, რომლითაც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საქართველოში დღეს აქცია ჩვეულებრივი მოვლენაა, აქცია აღარ ირბევა, აქციის მონაწილეებს აღარ ასისხლიანებენ, აღარ კლავენ, აღარ დასდევენ მათ ოჯახებს და ასე შემდეგ. ერთადერთი, რაც არის, აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი, კანონის ფარგლებში.
ყველას ხმა იქნება გათვალისწინებული, რომელი ხმაც იქნება კონკრეტიკასა და ობიექტურობაზე დამყარებული, სხვანაირად, ულტიმატუმით, რომ ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი და დაემორჩილები ამას, რა თქმა უნდა, ეს არ არის ხმა, რომელიც რაღაცა გონიერებისკენ არის მოწოდებული.
ახალგაზრდა ემოციური არის თავის ქმედებაში, მაგრამ ვინც ამოფარებულია ახალგაზრდებს და ვინც მართავს ამ პროცესებს, ახალგაზრდების ხარჯზე უნდა თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მიღწევა. იმ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი სურვილი, რომ ამ კანონთან კი არა, ნებისმიერ კანონთან რაიმე კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეთ.
ევროკავშირს გაიძახიან. ორი დღის წინ პარლამენტმა მიიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება-დოკუმენტი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ აქ ევროკავშირი და ევროპა მათთვის არის ის ერთგვარი საბაბი, რითიც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.