ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, მხოლოდ მმართველი ელიტა მოგზაურობდა ევროპაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღეს ქვეყანაში არის დემოკარტია. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა ხელშესახები ევროპული შედეგი, ეს ძალა არის "ქართული ოცნება". თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ეს არის ჩვენი პარტია. ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, მხოლოდ მმართველი ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ისინი იყვნენ გაპარპაშებულები. ვინ მოიტანა ეს შედეგი, ვისი დამსახურებაა რომ დღეს შეგიძლიათ ევროპაში გაფრენა. ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა. მე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ჩვენ რაიმე დავაკელით ქვეყანას. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ და მივაღწიეთ, რომ დღეს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.