შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა საჭიროებების გაგზავნისთვის ზომების მიღებას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმანატო-უკრაინის თავდაცვის საბჭოს ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პენტაგონის პრესპიკერის პეტ რაიდერის განცახდებით, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გადაუდებელი აუცილებლობა და უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სამოქალაქო პირებზე რუსული საჰაერო თავდასხმების ფონზე.
მოკავშირეებთან საუბრისას ოსტინმა ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვაზე სასწრაფო, შეთანხმებული მოქმედების აუცილებლობას. მან აღნიშნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წარმატებები ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მნიშვნელოვანი მოცულობის ტექნიკით მომარაგებაში. კერძოდ, საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა კიევს მიაწოდეს 70-ზე მეტი საშუალო და შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასობით რაკეტა.
ოსტინი საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრას ონლაინრეჟიმში 26 აპრილს გამართავს.