ე.წ ხარება - ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
ე.წ ხარება - ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. ვიცი, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, არც ბატონი ზვიადის ყოფნა იქ. არა მარტო ბატონი ზვიადის, არამედ ძალიან ბევრი პორფესიონალი ადამიანი მუშაობს დღეს იქ. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. არ ვიცი ყველა, 40 ათასი კაცი უნდა გაგვეშვა და სულ ახლები მოგვეყვანა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მაგას ვერავინ გააკეთებდა. ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ უბრალოდ მოქალაქეები იდგნენ მშვიდობით, თავის აზრს გამოხატავდნენ, პოლიცია მივარდა და დაარბია ან დააკავა ან იძალადა. პოლიცია გააქრეს. პოლიციით იყო გადავსებულიო - რატომ იყო პოლიცია, ეს ავხსენით კიდეც და გავაკეთეთ განმარტება. იყვნენ დეპუტატები, უნდა გამოსულიყვნენ, ცალკე აქციის მონაწილეები იყვნენ მომზადებულები. ამ ახალგაზრდებს, ჩემი შვილების ტოლები არიან, მოვუწოდებ, რომ თავს გაუფრთხილდნენ. ნუ ჩაიგდებენ თავს ცუდ მდგომარეობაში, ვიღაც სხვისი კეთილდღეობის გამო. ცოტანი ვართ ქართველები და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. მითუმეტეს ოჯახებს და ოჯახის წევრებს არ უდნა შევეხოთ, ჩემი აზრით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.