პოლიცია სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ "ომონს" - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შს მინისტრის ვახტან გომელაურისადმი მიმართვისას განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ვახტანგ გომელაური მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს იცავს.
„დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით ბატონო ვახტანგ, არ დგას საქართველოს შს მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის რუსული კანონის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ ომონს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.