საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ „ქართული „ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს გაიწვევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით. მმართველი პარტია აღნიშნული კანონპრიექტის შემთხვევაში პასუხს მიიღებს.
„ყველაფერი ბუნებრივად ვითარდება. ამ პროცესის უკან დგას ის, რაც ჩვენმა მშობლებმა, ქართულმა ისტორიამ ჩადო ჩვენში.
ჩვენ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ. ერი, რომელიც თავის თავს ხედავს არა მონობაში, არამედ თავისუფლებაში და ეს თავისუფლება ევროპაშია. ჩვენ ვერ მივიღებთ რუსულ მონობას.
არამგონია, რომ „ქართული ოცნება” გაიწვევს ამ კანონს, არამედ მიიღებს. მიიღებს კანონს და მიიღებს პასუხსაც. პასუხი იქნება მათი მოშორება, რუსული ძალის მოშორება“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.