გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაწეული მუშაობა სეაჯამა და წლის ანგარიში წარადგინა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კერძოდ, სამინისტროში შეიქმნა "მომსახურების ცენტრი", რამაც გაამარტივა მომხმარებლებისთვის ყველა ტიპის ბუნებრივი რესურსის და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიღება.
13 თერმულ-მინერალური წყლების და 17 სასარგებლო წიაღისეულის საბადოს შესახებ საპრივატიზაციო პაკეტი მომზადდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბუკლეტების და დისკების სახით გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში და განთავსდა "Iნვესტ ინ Gეორგია"-ს ვებ-გვერდზე.
2010 წელს დამთავრდა სათაფლიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დასრულდა ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქცია, დაიწყო ჯავახეთის ეროვნული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ყაზბეგის ეროვნული პარკის განვითარება. 40 საოჯახო სასტუმროს დაუმონტაჟდა ჰელიო სისტემები მუდმივი ენერგო მომარაგებისთვის. დაინერგა ახალი სერვისები: სამთოველოტური, ტური კაიაკით, სპორტული თევზაობა. 2010 წელს დაცულ ტერიტორიებს 135 000-ზე მეტი ტურისტი ეწვია.
მნიშვნელოვანი მიღწევები იქნა გაკეთებული საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ. 2010 წელს საერთაშორისო დახმარებით დაიწყო 18 გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონორების მხრიდან გამოყოფილია დაახლოებით 23 მილიონი ევრო, ხოლო 2011 წლისთვის დაგეგმილია 20 ახალი პროექტის დაწყება.
საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები: ქობულეთში - „რამსარის კონვენციის აღმასრულებელი საბჭოს 41-ე შეხვედრა" (ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კონვენციის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა ჩატარდა შვეიცარიის გარეთ), ბორჯომში ევროპის PAN-Pარკ-ების (ევროპის ველური ბუნების დაცვის ორგანზაცია) ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია "ევროპის ველური ბუნების მენეჯმენტის გაუმჯობესება". ბათუმში კი - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო შეხვედრა თემაზე: "ურბანულ გარემოში უსაფრთხო და ჯანმრთელი გადაადგილება ფეხით და ველოსიპედით".
შეიქმნა დონორთა კოორდინაციის სისტემა, რათა უფრო ეფექტური გახდეს გარემოსდაცვით სექტორში მოზიდული თანხების და მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების მართვა. სამინისტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეგულარულად ტარდებოდა პრეს-კონფერენციები, მიმდინარეობდა სამინისტროს ვებ-გვერდის მუდმივი განახლება. ყოველთვიურად ვრცელდებოდა სამინისტროს ღონისძიებების ამსახველი ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი. 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდა სამინისტროს ცხელი ხაზი "070." მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ტარდებოდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები: „პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია", „გონივრულად გარემოსთან" და „დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო", რომლის ფარგლებშიც 2010 წელს საქართველოს მასშტაბით 300 ათასამდე ნერგი დაირგო.
მასალის გამოყენების პირობები