"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე დაკავებული კუპრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.
კუპრაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.