ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანიჟაშვილის თქმით, ლაზარე ციხეს, სავარაუდოდ, დღეს, 18 აპრილს დატოვებს.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე იგზავნება, რის შემდეგაც ლაზარე ციხეს დატოვებს. წესით, დოკუმენტაცია დღის ბოლომდე გაგზავნილი უნდა იყოს.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება იყო დარჩენილი. ფაქტობრივად, დოკუმენტაცია უკვე მზადაა და პენიტენციურში გაიგზავნება". - განუცხადა ლაზარეს გრიგორიადისის ადვოკატმა მთავარ არხს.
22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 2023 წლის მარტის აქციებში მონაწილეობდა, 11 აპრილს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.