უკრაინა თუ რუსეთთან ომში დამარცხდება, მაშინ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ВВС-ან ინტერვიუში განაცხადა.
მან აშში-ს კონგრესს სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.
შმიჰალმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ ამერიკელი კანონმდებლები მიიღებენ კანონპროექტს, რომელიც კიევისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
„თუ უკრაინა დამარცხდება... გლობალური, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა განადგურდება და მთელ მსოფლიოს მოუწევს ეძებოს ახალი უსაფრთხოების სისტემა, იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, ამან კი საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი“, - დასძინა შმიჰალმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს კენჭს, სავარაუდოდ, შაბათს, 20 აპრილს უყრიან.