"ქართული აკადემია" თბილისში, გმირთა მოედანზე, „საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან", მოშიმშილე ვეტერან მებრძოლებს თანადგომას უცხადებს და ახალ წელს მოშიმშილეებთან ერთად შეხვდება.
`ქართული აკადემიის~ წევრები სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეებთან ერთად შევხვდებით ახალი წლის დადგომას. ამასთანავე, მივესალმებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების განზრახვას, რომლებმაც ანალოგიური სურვილი გამოაცხადეს. საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებთ გონიერებას, პრინციპულობას, სოლიდარობას, რათა დამდეგი 2011 წელი იქცეს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებების გადამწყვეტ ეტაპად", _ აცხადებენ "ქართული აკადემიის" წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ვეტერან მებრძოლთა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა მოძრაობა „თეთრებმა" გამოუცხადა. თემურ შაშიაშვილმა აქციის მონაწილეები მოინახულა და მოძრაობა „თეთრების" სახელით მცირედი თანხა გადასცა.
„საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან" მოშიმშილე 1992-93 და 2008 წლების საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი მეომრები ხელისუფლებას მათი პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებენ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ.