მოძრაობა „თეთრებმა" გმირთა მოედანზე მიმდინარე ვეტერან მებრძოლთა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
დღეს, 31 დეკემბერს, მოძრაობის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა აქციის მონაწილეები მოინახულა და მოძრაობა „თეთრების" სახელით მცირედი თანხა გადასცა.
შეგახსენებთ, თბილისში, გმირთა მოედანზე, „საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან", გრძელდება 1992-93 და 2008 წლების საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა საპროტესტო აქცია.
ვეტერანი მეომრები ხელისუფლებას მათი პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებენ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ.