საქართველოს და „ქართული ოცნების“ გზები გაყრილია, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია გამჭვირვალობის კანონის პირველი მოსმენით მიღებაზე.
"ყველა თითი, რომელიც იქნა მოღალატურ აქტზე მიჭერილი, ჯერ ერთი, იქნება დამახსოვრებული და ამას გარდა, ყველა ეს ხელის მიჭერა დრამატულად ამცირებს ამ „ქართული ოცნების“ შანსს, რომ ამ ქვეყანაში საერთოდ დაედგომებოდეს. ეს არის კატასტროფა, ეს არის სამშობლოს წართმევა და სამშობლოს ჩვენ არ წავართმევინებთ არავის, მითუმეტეს მანქურთებს. საქართველოს და „ქართული ოცნების“ გზები გაყრილია, ამიტომ „ქართული ოცნება“ წავა და და არა საქართველო შეიცვლის თავის გეზს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" 83 ხმით გამჭვირვალობის კანონპროექტი ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით დაამტკიცა.