რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არის ქვეყანა, რომელსაც მიაქანებენ რუსეთისკენ. სწორედ რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და იქ განიცდიან ადამიანები დევნას. ამას ემსახურება რუსული კანონი.
მოქალაქეები ურყევი პოზიციით, ურყევი პროტესტით, ურყევი ბრძოლით, თავდაუზოგავი შრომით ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე.“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.