ყველა დაკავებული ნაცემია, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რა ინფორმაციაც ღამის განმავლობაში შევაგროვეთ - ყველა დაკავებული ნაცემია
'დაკავების დროს მოხვდა' არა, ნაცემი
ცემდნენ ჯგუფურად და ეუბნებოდნენ 'ტრაკში გაგთხრით მაგ კანონს'-ო
11.30-ზე პარლამენტის უკან“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 აპრილს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 11 ადამიანია დაკავებული.