„ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა მან ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდება. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიას და თავდასხმას ღირსეულად უპასუხა და აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ ამომრჩეველმა დაგვავალა არის უპირველესი.
„არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ, ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მამუკა მდინარაძემ ამას უკვე გასცა პასუხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.