პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებლი, მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და დაარტყა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ალეკო ელისაშვილს “ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.