მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით არიან დღეს წარმოდგენილები მიკროფონთან, წყნარად და მშვიდად, გაღიმებული სახეებით - ამ ახალგაზრდებს გასცენ ეს პასუხები, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე.
„ჩვენი ყველას მომავალი იღუპება მათი ამ ქმედებით. ველოდებით, როდის შეუშვებენ ახალგაზრდებს შიგნით.
ჩვენ არ ვითხოვთ შესვლას, ვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, შეუშვან შიგნით.
სხედან ცინიკური სახეებით და უნამუსო განცხადებებს აკეთებენ. ხედავთ მათ დამოკიდებულებას, როგორ ექცევიან ქალებს.
მართლა წარმოუდგენელია ის, რასაც ვისმენთ დილიდან მათგან. ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდების ეშინიათ და მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუსვან შიგნით, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით არიან დღეს წარმოდგენილები მიკროფონთან, წყნარად და მშვიდად, გაღიმებული სახეებით - ამ ახალგაზრდებს გასცენ ეს პასუხები. ვერ გასცემენ, რადგან ეშინიათ!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.