მაშინ როდესაც დისკუსიები დაკეტილი გაქვს საკუთარ ტელეარხებზე, არ დადიხარ ოპოზიციურ ტელევიზიებში და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგისხდნენ, სერიოზული არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ელჩების მიმართ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გაიმართოს საჯარო დისკუსია. ოპოზოციონერმა დეპუტატმა პრემიერის შეთავაზებას არასერიუზული უწოდა.
„დებატებს რაც შეეხება ელჩებსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ელჩების გამოწვევამდე შიდა დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გახსნას მისი სახელისუფლო არხები ამ თემაზე საჯარო დისკუსიისთვის და განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. თუ საჭირო გახდა კიდევ დისკუსია ვეღაცებთნ, ელჩებთან თუ სხვებთან, ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ. მაშინ როდესაც ქვეყნის შიდა დისკუსიები დაკეტილი გაქვს საკუთარ ტელეარხებზე, შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგისხდნენ, სერიოზული არ არის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.