რუსული კანონის მიღება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნის დარბაზში, თუმცა ჩვენ ყველანარიად ვეცდებით, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას.“- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ,
„სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია რუსული კანონის მიღება, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომ ეშინიათ მათ შორის კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ საზოგადოებამ კომიტეტის მიმდინარეობისას ინფორმირებული იყოს ყველაფერზე რაც შიგნით ხდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ