აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ფიქრობს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე აუცილებლად გადაიზრდება მასშტაბურ ომში, ამი შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
შეკითხვაზე შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობის შესახებ, კირბიმ უპასუხა: "პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ვითარება ამ მიმართულებით განვითარდება".
მან დასძინა, რომ ბაიდენი მუშაობს საკითხის "დიპლომატიურ მხარეზე" და G7-ის ლიდერების შეხვედრას იწვევს.
”გასულ ღანეს ისრაელმა აჩვენა თავის დაცვის წარმოუდგენელი უნარი - მისი სამხედრო უპირატესობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო”, - თქვა კირბიმ და აღნიშნა, რომ დრონებისა და რაკეტების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობამ მიაღწია მიზანს და იყო ძალიან მცირე დაზიანება.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ არ გვინდა ესკალაცია. უახლოესი საათები და დღეები ბევრ რამეს გვეტყვის“, - განაცხადა კირბიმ.