უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას ბახმუტის დასავლეთით თავდაცვითი ძალების გარღვევისთვის, ჩასივ იარის ხელში ჩაგდებისა და კრამატორსკის მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის პირობების შესაქმნელად.
„მტრის გეგმების განხორციელებას აფერხებს ჩვენი ბრიგადების გმირული თავდაცვა, რომლებიც ფაქტობრივად მიწას თხრიდნენ და აკავებდნენ მტრის ყოველდღიურ შეტევებს.
რიცხვობრივი უპირატესობისა და სხვადასხვა მოტივაციური ფაქტორების გამოყენებით, მტრის ქვეითთა ცალკეულმა ჯგუფებმა მიაღწიეს ნოვის მიკრორაიონს, მაგრამ განადგურდნენ FPV-კამიკაძეების დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლით.
ამასთან, საფრთხე აქტუალური რჩება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ თავის ძალებს დაავალა 9 მაისისთვის ჩასივ იარი დაიკავონ“, - განაცხადა სირსკიმ.
ჩასივ იარი დონეცკის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტია.