შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ აშშ არ ახალისებს და ხელს არ უწყობს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვახალისებთ დარტყმებს უკრაინის ფარგლებს გარეთ და არ ვუჭერთ მხარს ამ თავდასხმებს აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებით“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მან დასძინა, რომ ვაშინგტონს „არ სურს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება უკრაინის გარეთ თავდასხმებისთვის“.
”[თუმცა] საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა იწარმოებოდეს ეს ომი, ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც უკრაინა იღებს, მაგრამ ჩვენ არ ვახალისებთ და არ ვუჭერთ მხარს ასეთ დარტყმებს”, - თქვა მილერმა.