9 წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ლაზარე გრიგორიადისი,
- „სანქცირებულია სასამართლო კლანი, სანქცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი და ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. 9 წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ლაზარე გრიგორიადისი.“- განაცხადა ლაშა ფარულავამ