„ძვირფასო“ ხელისუფლება, ცხადია, ლაზარე არანაირი ცხრა წელი არ იქნება გამოკეტილი, არც ცხრა თვე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი წერს, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი სურს.
„შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან, ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს ცხრაწლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა.
„ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი ცხრა წელი არ იქნება გამოკეტილი. არც ცხრა თვე. რამდენიმე თვეა (მაქსიმუმ) დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.