მარტის აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმსა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე იყო ბრალდებული სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატმა, ლიკა ბითაძის განაცხადებით, ლაზარე გრიგორიადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.
„სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე მზად გვაქვს განცხადება ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ლაზარეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოც, ჩვენი ვარაუდით, თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე, დატოვებს ძალაში ამ დაუსაბუთებელ და არაკანონიერ განაჩენს. მოსამართლეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.