თუ აგენტების კანონპროექტი იქნება მიღებული - “ქართული ოცნება” კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში მაღალ პოზიციას დაიკავებს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბიულიუსი სოციალურ ქსელში წერს.
“თუ კრემლისტური აგენტების/ტესტი მიღებული იქნება, საქართველოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში - მხარს არ უჭერს უკრაინას, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, ანტი-LGBT კანონის შემოთავაზებით გამოვიდა და საქართველოს ერთადერთი ოლიგარქით იმართება, რომელსაც კრემლთან კავშირები გააჩნია”, - წერს კუბილიუსი.