რადიკალები საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში არ ერთვებიან, რადგან ეტყობა, თავად არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები და საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ დაიწყებენ გალაშქრებას? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ნათლად თქვა, რომ მიუღებელია პროპაგანდის მხარდაჭერა.
„კანონპროექტი მოვამზადეთ და მოვუწოდეთ, დისკუსიაში ჩართულიყვნენ. ეს არ მოისურვეს, რადგან არ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები, არიან ცალ ფეხზე მდგომი და ბატონ-პატრონის დაკვეთების შემსრულებელი. გაშიფრულები არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.