აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომას ჰამასის წინააღმდეგ ომისადმი შეცდომა უწოდა და მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. იუწყება CNN
"მე გეტყვით, ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას", - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ ის მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა მომდევნო 6-8 კვირის განმავლობაში ღაზის სექტორში შევიდეს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
„მე ველაპარაკე ყველას, საუდის არაბეთიდან იორდანიასა და ეგვიპტემდე. ისინი მზად არიან შევიდნენ, მზად არიან საკვების შეტანისთვის. და ვფიქრობ, არ აქვს გამართლება იმისა, რომ ამ ხალხს არ მივაწოდოთ მედიკამენტები და საკვები. ეს უნდა გაკეთდეს. ახლა“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც მედია აღნიშნავს ბაიდენის ეს განცხადება უწოდეს ყველაზე მკაცრი კომენტარია ისრაელის მიმართ.
მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „მსოფლიოში ვერც ერთი ძალა“ ვერ შეაჩერებს ისრაელს ჩაატაროს ოპერაცია ღაზას სექტორის სამხრეთში ჰამასის მებრძოლების ლიკვიდაციისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს ჯერ არ გაუმხელია ამერიკული მხარისთვის ქალაქ რაფაჰში დაგეგმილი შეტევის თარიღი და თქვა, რომ მომავალ კვირას ელოდება კონტაქტებს ისრაელის მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით.