შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძლაში და შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქმედებები. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესი დამნაშავეა იმაში, რომ უკრაინა ფრონტზე პოზიციებს კარგავს.
„თუ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას, თუ გვსურს... შევინარჩუნოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის წინაშე, ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რა მოხდება, თუ ტირანიას არ დავამარცხებთ, თუ დიქტატორს არ შევაჩერებთ. ჩვენ ვიცით, როგორ განვითარდა ისტორია წარსულში და ამიტომ ორ წელზე მეტია მხარს ვუჭერთ უკრაინელებს“, - განაცხადა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კენჭისყრაზე წარადგენს უკრაინის დახმარების კანონპროექტს, კონგრესმენებისუმეტესობა მას მხარს დაუჭერს.