აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტით შეშფოთებულები არიან.
ჟურნალისტმა მილერს შეკითხვა დაუსვა, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული კანონის მიღება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას.
"ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაც ცხადად გამოვხატეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის ავნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ მიუღიათ, ამიტომ შესაძლო შედეგებისა და ჩვენ მიერ შესაძლო ნაბიჯების განხილვა დღეს ნამდვილად არ მსურს... ამჟამად, ცხადად ვამბობთ, რომ გვაშფოთებს ეს კანონპროექტი, თუ ის წინ წაიწევს, რა შეიძლება გავაკეთოთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს," – უპასუხა მილერმა ჟურნალისტის შეკითხვებს.