ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს არ გამოცხადდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ზვიად შარაძის განცახდებით, "განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს".
მისივე თქმით, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში ბრალდებულსაც დაიბარებენ.
ლაზარე დღევანდელ პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს მხარეებმა.