კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები როგორებიც ვართ, , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ევროკვშირის მისამართით განაცხადა.
„ზოგი შეშფოთდა, ზოგი, ნატოს გენერალურ მდივანზე ვიტყვი, იმას ვეწინააღმეგებიო. შე დალოცვილო, შენამდე რომ ნატოს გენერალური მდივნები იყვნენ, მიგვიღეთ საქართველო მაშინ! ევროპის ქვეყნები რომ წუხდებიან, თვითონ ხომ იციან, რომელი გვბლოკავდა რომ არ შევსულიყავით? ევროკავშირისკენ რომ არ გაგვეხედა? მივეღეთ და დღეს ხომ კანონებზე და რაღაცეებზე საუბარი არ გვექნებოდა. ახლა გვაცადეთ, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთები მიგვიღონ. ეს კანონი თურმე საშიში ყოფილა, ეს კანონი არც გაშორებს ევროკავშირს და არც გაახლოებს, ეს პოლიტიკურ ნებაზეა. მიგვიღებთ-მიგვიღებთ, არ მიგვიღებთ-არ მიგვიღებთ. პოლიტიკოსებს რომ უყურებთ, თუთიყუშები არიან "რუსეთი, რუსეთი, რუსული კანონი" იძახიან და ამ დროს თვითონ არიან შინაგანად რუსები, - თქვა მეუფე იაკობმა.