საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკოლოზ გილაური ამაღამ დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, ვიზიტისას დაგეგმილია ე. წ. "როუდშოუს" მოწყობა.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე გამახვილდება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ლონდონს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილიც ესტუმრება.
ლონდონიდან დელეგაცია ირლანდიაში გაემგზავრება.
გილაურის შეხვედრების ზუსტი ნუსხა პრემიერ-მინისტრის აპარტში ამ დროისთვის ზუსტდება.