მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმა უკვე მზად აქვს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაურის განმარტებით, უკვე მომზადებულია რეორგანიზაციის გეგმის 2-3 ვარიანტი. თუმცა გილაური რეორგანიზაციის ცალკეულ ვარიანტებზე ღიად არ საუბრობს, რადგანაც მისი განმარტებით, ჯერ პარლამენტში გარკვეული კონსულტაციების გავლაა საჭირო.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შესაძლოა არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც კი გახდეს საჭირო. გილაური არ აკონკრეტებს გარემოს დაცვის სამინისტრო მთლიანად გაუქმდება, თუ ის უბრალო დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდება.
შეგახსენებთ, რომ სათაფლიის მღვიმეში ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია დაავალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა ხაჩიძე ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცის ფაქტზე დააკავეს.