ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე დაფუძნებული კანონპროექტის წარდგენით, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის კიდევ ერთ განცხადებაში.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს
ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.
ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან.
ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნულია მეთიუ მილერის განცხადება.