ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელს მიიღოს კონკრეტული და ეფექტური ზომები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების აღმოსაფხვრელად.
პრეზიდენტ ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დღუპვიდან სამი დღის შემდეგ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან ერთად განიხილა ღაზაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისწინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების მიუღებლობას და ისაუბრა ზოგადად ანკლავში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისათვის, ასევე უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის. მან მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მისცეს ისრაელის დელეგირებულ მომლაპარაკებლებს უფლებამოსილება, რათა სწრაფად მიაღწიონ მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებას.
საუბრისას განიხილეს ირანის მუქარა ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად აჩვენა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით ამ საფრთხეების წინაშე.