საზოგადოებას უფლება გვაქვს, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ინიცირება მისასალმებელია.
„სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში უკვე რამდენიმე წელია და ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი და მინდა, სიხარულით მივესალმო ამ კანონპროექტის დაინიცირებას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.