ნატო-ს ქვეყნები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. თუმცა გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წინადადებას, უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდიანი, ხუთწლიანი ფონდი შეიქმნას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს არცერთ წინადადებას, რამაც შესაძლოა ალიანსი ომთან დააახლოოს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მისი მიზანია, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ივლისში დაგეგმილ სამიტზე მიიღონ გადაწყვეტილება.