„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება.
მმართველმა პარტიამ ასევე დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილება "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია, "ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება".