მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს, მინდ მივმართო ოცნებას და ოცნების წარმომადგენლებს. გილოცავთ ბატონებო, რამეთი ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ ჯობია არ მოიხსენიო, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის - ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი.
პრეზიდენტი რუსული კანონის შემობრუნებას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას საბოტაჟი უწოდა:
"ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან,რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ - რუსული კანონის ინიცირება, 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება - ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ.
ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი - 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია.
ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს, ოცნება არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა," - აღნიშნა პრეზიდენტმა.