ქართულმა ოცნებამ დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უკვე უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში, - ამის შესახებ “ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო - ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უკვე უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოვიდეს, როგორც პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარე და ქართველ ხალხს უთხრას რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია. ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.
ევროპული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა სხვა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი. უბრალოდ, ეს კანონი ქართლ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.
მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შესახებ განაცხადა.