აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღშფოთებულია ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო, რომელსაც საქვემოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.
ბაიდენის თქმით, თავდასხმა არ იყო ცალკე ინციდენტი და ისრაელმა არ გააკეთა საკმარისი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
”ისინი აწვდიდნენ საკვებს მშიერ მშვიდობიან მოსახლეობას ომის შუაგულში, ისინი იყვნენ მამაცი და თავგანწირული ადამიანები. მათი სიკვდილი ტრაგედიაა“, წერს ბაიდენი.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას“ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ ბაიდენის თქმით, გამოძიება უნდა იყოს სწრაფი, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და დასკვნები გამოქვეყნდეს.
”ეს შემთხვევა არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელო ბოლო მეხსიერების განმავლობაში დაღუპული დამხმარე მუშაკების რაოდენობის თვალსაზრისით. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ასე რთული იყო - იმიტომ, რომ ისრაელმა არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ დაეცვა დამხმარე მუშაკები, რომლებიც ცდილობენ უკიდურესად საჭირო დახმარების მიწოდებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში, დეი ალ-ბალაჰის რაიონში ისრაელის იერიშს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი წევრი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ ავსტრალიის, ბრიტანეთის და პოლონეთის მოქალაქეები.