"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მომავალი წლის პრიორიტეტად სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას ასახელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პირობა საქართველოს პირველმა ლეიბორისტმა დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადო.
"ჩემ მხრივ გპირდებით, რომ "ლეიბორისტული პარტია" მომავალ წელსაც ყველაფერს გააკეთებს ამ ანტიადამიანური რეჟიმის დასამთავრებლად", - განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება 2010 წლის პოლიტიკური შედეგების შეფასებას, "ლეიბორისტების" ლიდერი მიიჩნევს, რომ შესაჯამებელი არაფერია, რადგანაც შედეგი საერთოდ არ ყოფილა.
თუმცა, ნათელაშვილმა მისი პარტიის 2010 წლის მიღწევებზე ყურადღება მაინც გაამახვილა და ერთ-ერთი მთავარი მიღწევად ჰააგის სასამართლოს მიერ "ლეიბორისტული პარტიის" წარგზავნილი სარჩელი მიღება დაასახელა, სადაც ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას და დაპატიმრებას მოითხოვენ.
დღესვე პარტიის სახელით შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და 2011 წელს ქვეყნის გაერიანება ისურვა.