არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგაროში დააკავეს, შემდეგ კი წამების მოკლეს, დღეს 41 წლის გახდებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი კი დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" გახდა.