„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიციის – ისტორიულ მინიმუმზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„მმართველ გუნდს მხარს 60 პროცენტი უჭერს, ხოლო ოპოზიციას, ჯამში, 17 პროცენტი აქვს. მათ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის რისკები აქვთ, მათ შორის, უკვე „ნაცმოძრაობასაც“ კი. თუ ერთპროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი არ აქვს, ეს მით უარესია მათთვის. მთავარი საკითხია საკრებულოების ეფექტური მუშაობა, რათა არჩევნების პერიოდში წყვეტა მაქსიმალურად შემჭიდროებული იყოს. თუ პრაქტიკასაც გადავხედავთ, მეორე ტურში შედეგები არასდროს შეცვლილა, პირიქით, ყოველთვის პირველ ტურში გამარჯვებული იმყარებდა საკუთარ პოზიციებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.